"ოცნების" პარტაქტივმა ოქრიაშვილზე თავდამსხმელი სასამართლოდან ტაშით გააცილა

25.07.26 13:21
"ოცნების" პარტაქტივმა ოქრიაშვილზე თავდამსხმელი სასამართლოდან ტაშით გააცილა

"ოცნების" პარტაქტივმა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხელი სასამართლოდან ტაშით გააცილა - ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავას საგულშემატკივროდ მისულები ირწმუნებიან, რომ მათი მეგობარი პროვოკაციის მსხვერპლი გახდა.

"როცა შეურაცხყოფას აყენებენ მის საყვარელ ადამიანებს(ამ შემთხვევაში ნოდარ დუმბაძეს), არ შეიძლება, რომ ეს პროვოკაციად არ ჩაითვალოს"- თქვეს ხურცილავას საგულშამატკივროდ მისულებმა. 

ნიკოც პროვოკაციის მსხვერპლი იყო. როცა შეურაცხყოფას აყენებენ მის საყვარელ ადამიანებს, არ შეიძლება, რომ ეს პროვოკაციად არ ჩაითვალოს. რა თქმა უნდა, ძალადობას ვემიჯნებით, ნიკო არ არის დამნაშავე. არასასაიამოვნო გზით იყო მისი ქმედება ჩადენილი, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა - 5000 ლარიანი გირაო საკმარისია მისთვის", - თქვა ხურცილავას მხარადასაჭერად მისულმა. 

როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, ხურცილავას საგულშემატკივროდ სასამართლოში "ოცნების" ახალგაზრდულის წევრები, პარტაქტივი, მხარდამჭერები, მათ შორის გია გაჩეჩილაძეც იყო მისული. 

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი, ნიკო ხურცილავა სასამართლო დარბაზიდან 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, 23 ივლისის ღამეს ონისე ოქრიაშვილს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კომიკოსზე თავდასხმის კადრებში, რომელიც ადგილზე თვითმხილველებმა გადაიღეს, ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი კომიკოსს ეუბნება: "ნოდარ დუმბაძეს აგინე... ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო". 

რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ფაქტს ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას "აშავებენ", კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.