დიუშენით დაავადებული მოზარდის მშობელი ამბობს, რომ წამლის შემოტანის პროცესი "ძალიან გაიწელა"
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული მოზარდის, საბა მაკარაშვილის გარდაცვალების მიზეზსს გამოძიება ადგენს. ახლა გასარკვევია რა მოხდა ოპერაციის დროს? - კახა წიქრიშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, პაციენტი ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა.
ამ ფონზე, იშვიათი დაავადების მქონე პაციენტების ოჯახები სახელმწიფოს მოუწოდებენ, დააჩქაროს ქვეყანაში საჭირო მედიკამენტების შემოტანა.
წიქარიშვილის თქმით, პროცესი ჭიანურდება.
თუ თვის ბოლომდე ჩვენ კონკრეტული შედეგი არ გვექნება, მაშინ ჩვენ იძულებული გავხდებით, რომ მივმართოთ საზოგადოებას და ვითხოვოთ დახმარება - ამბობს წიქარიშვილი.
17 წლის პაციენტი დაიღუპა მყესების ოპერაციის შედეგად. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თვითონ ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ პაციენტი ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა. რამდენად სწორად მოხდა ნარკოზის გაკეთება და მისი მართვა, ამაზე მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მალე გვექნება გამოძიების შედეგები.
რაც შეეხება წამლის შემოტანას, ფაქტია, რომ წამლის შემოტანის პროცესი ძალიან გაიწელა, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და თუ თვის ბოლომდე ჩვენ კონკრეტული შედეგი არ გვექნება, მაშინ ჩვენ იძულებული გავხდებით, რომ მივმართოთ საზოგადოებას და ვითხოვოთ დახმარება - რომ ხალხი დაგვეხმაროს ამ მიზეზების გარკვევაში და წამლის შემოტანის დაჩქარებაში", - ამბობს კახა წიქარიშვილი.