მკვლელობა გიორგობა ღამეს - ,,ტვ პირველმა" ისანში მომხდარი ტრაგედიის დეტალები გაარკვია

24.11.21 20:30
მკვლელობა გიორგობა ღამეს - ,,ტვ პირველმა" ისანში მომხდარი ტრაგედიის დეტალები გაარკვია

მკვლელობა გიორგობის ღამეს. საქმის მასალების თანახმად, 33 წლის დავით მარიკიანი სასიკვდილოდ საკუთარმა მეზობელმა გაიმეტა. ახალაგაზრდა კაცს სამი ტყვია გულში ესროლეს. ის ადგილზე დაიღუპა. 

ტვ პირველის ინფორმაციით, კონფლიქტი მამაკაცებს შორის ერთი თვის წინ დაიწყო, რა დროსაც მკვლელობაში ბრალდებული მეზობელს მოკვლით დაემუქრა. როგორც ჩანს, მკვლელი ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა და სწორედ მაშინ, როდესაც დავით მარიკიანი მარტო გადაადგილდებოდა, სახლთან ჩაუსაფრდა და დამიზნებით ესროლა.  

მოკლულის დედა, სვეტლანა მაკარიანი ამბობს, რომ მისი შვილი შურისძიების მსხვერპლია.  არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ბავშვობის მეგობრებს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო. 

33 წლის დავით მარიკიანისა და 36 წლის გოჩა ლაფიტაშვილი დაპირისპირების ამბავი მთელმა უბანმა იცოდა.

არსებული ინფორმაციით, საბედისწერო დღეს ისინი ერთად გიორგობის სუფრაზე აღმოჩნდნენ. მარიკიანი სუფრიდან იქვე მდებარე მაღაზიაში გავიდა, მკვლეობაში ბრალდებულმა იარაღი აიღო, მას დაედევნა, იცოდა, რომ მარტო იყო და პირდაპირ გულში ესროლა.  

სასტიკ მკვლელობას უამრავი თვითმხილველი ჰყავს, აღმოჩნდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა მოკლულ მამაკაცს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ამის შემდეგ კი პირველი ტყვია დაშინების მიზნით ფეხში ესროლა, თუმცა ააცილა, 33 წლის დავით მარიკიანიი თავის გადარჩენის მიზნით  მეზობლისთვის იარაღის წართმევას ცდილობდა, რა დროსაც მას გულში სამი ტყვია მოხვდა.

გოჩა ლაფიტაშვილის ჭოროხის ქუჩაზე ცოლსა და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, სასტიკი მკვლელობის შემდეგ მამაკაცის ოჯახის წევრები გაიხიზნენ. მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და მჭიდრო კავშირი ჰქონდა კრიმინალურ სამყაროსთან. 

მოკლული მამაკაცი  ინგოროყვას კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა, მკვლელობაში ბრალდებული კი სამართალდამცვლეებმა საგარეჯოში დააკავეს. საქმეში დევს ვიდეოკადრები, სადაც მძიმე დანაშაული ჩანს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 36 წლის მამაკაცს ციხეში მინიმუმ 7 წლის გატარება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები