წითელი ბარათი "ქართული ოცნებისთვის" - აქუბარდია ყულევის ქარხნის დასანქცირებაზე
"წითელი ბარათი "ქართული ოცნებისთვის" - ასე ეხმაურება თეონა აქუბარდია ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის დასანქცირებას.
ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ დიახ, ისინი (ოცნება) რუსული ნავთობის გარეცხვით და გაყიდვით, აძლიერებენ რუსეთის ომის მანქანას - ამბობს აქუბარდია.
სულაც არ არის ეს პრევენციული ნაბიჯი, ეს არის უკვე წითელი ბარათი "ქართული ოცნებისთვის" და მტკიცებულება იმისა, რომ დიახ, ისინი რუსული ნავთობის გარეცხვით და გაყიდვით, აძლიერებენ რუსეთის ომის მანქანას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და რუსეთსი გამარჯვება ნიშნავს საქართველოს სუვერენიტეტის დასრულებასაც მათ შორის. ამიტომ ხელისმოწერა არის ამაზე", - აცხადებს თეონა აქუბარდია.
- ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა. პაკეტი მოიცავს სანქციებს იმ სექტორების წინააღმდეგ, რომელთაც გავლენა აქვთ რუსეთის ეკონომიკაზე და შესაძლებლობაზე ომი აწარმოოს.
- სანქციების სიაში მოხვდა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. სანქცია ძალაში 6 თვეში შედის.
- სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, ნავთობის სექტორში 18 იურიდიულ და 1 ფიზიკურ პირი დასანქცირდა, მათ შორის, რუსეთის 3 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ბელარუსის ერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა, ისევე როგორც კომპანია, რომელიც შექმნილია რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების გასაყიდად.