„აჭარა თაიმსი": მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

25.07.26 14:52
„აჭარა თაიმსი": მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, მახინჯაურის სანაპიროსთან ახლოს, ზღვაში, სავარაუდოდ, საბრძოლო დანიშნულების სამხედრო აღჭურვილობა ტივტივებს.

ფოტო „აჭარა თაიმსს“ მოქალაქემ მიაწოდა. თვითმხილველის თქმით, შემთხვევა მაშინ შენიშნეს, როდესაც კატერით ზღვაში სეირნობდნენ.

წყალში მცურავი ობიექტი, მოქალაქის შეფასებით, სამხედრო დანიშნულების საბრძოლო მასალაა და ის ვარაუდობს, რომ ის რუსული წარმოებისაა.

„აჭარა თაიმსი“ აღნიშნულ ინფორმაციას დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს.

მახინჯაურში, ზღვაში ნაპოვნი, სავარაუდო, საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ნაპოვნი მასალა ექსპერტიზაზეა გადატანილი, რომლის დასკვნის საფუძველზეც დადგინდება მისი სახეობა და წარმომავლობა.

 

მსგავსი სიახლეები