ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის თქმით, მისი ოჯახი ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს "გვერდში ედგა"
მწერალ ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი და "მწერალთა სახლის" ხელმძღვანელის, ქეთი დუმბაძის შვილი ამბობს, რომ მისი ოჯახი ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს "გვერდით ედგა" - ნოდარ მაჭარაშვილის თქმით, ის დღეს ნიკა ხურცილავას სასამართლოზე პროცესზე მის მხარდასაჭერადაც იმყოფებოდა.
ეგ არის "ჰელადოსიც", "თეთრი ბაირაღებიც" და "კუკარაჩაც" - კომიკოსი, თუ იუმორისტი თუ ალეგორია. რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ, ჩემი ოჯახი გვერდში ედგა ნიკა ხურცილავას. ბედნიერი ვარ დღეს", - ამბობს ნოდარ მაჭარაშვილი.
ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი, ნიკო ხურცილავა სასამართლო დარბაზიდან 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - "ტვ პირველის" კორესპოდენტის თქმით, ხურცილავას საგულშემატკივროდ სასამართლოში "ოცნების" პარტაქტივი, მხარდამჭერები, მათ შორის გია გაჩეჩილაძეც იყო მისული. მათ ნიკა ხურცილავა სასამართლო დარბაზიდან ტაშით გააცილეს.
ცნობისთვის, 23 ივლისის ღამეს ონისე ოქრიაშვილს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კომიკოსზე თავდასხმის კადრებში, რომელიც ადგილზე თვითმხილველებმა გადაიღეს, ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი კომიკოსს ეუბნება: "ნოდარ დუმბაძეს აგინე... ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო".
რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ფაქტს ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას "აშავებენ", კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.