სუსმა ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
24 და 25 ივლისს მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის ამბავს სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს - სუს-მა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
ამის შესახებ სუს-ის მიერ გავცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ეტაპობრივად განახორციელებს".- წერია გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს დილის 08:00 საათიდან 09:00-მდე მთელს ქვეყანაში ელექტროენერგია გაითიშა. ელექტროსისტემამ ოფიციალური მიზეზი არ განმარტა. "პირველებთან" სატელეფონო ინტერვიუში "ენგურჰესის" დირექტორმა, ლევან მებონიამ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის სისტემური გათიშვის მიზეზი იმერეთის ხუთას კილოვატიანი ხაზის დაზიანებაა. ამის გამო შეწყდა წყამომარაგებაც. პარალიზებული იყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა - გაჩერდა თბილისის მეტრო. მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ შეჩერდა საქართველოს რკინიგზაც.