"ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფერსათის მთის მეიალაღეების პრობლემები მოისმინეს
ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფერსათის მთის მეიალაღეებს ცხოვრება ელექტროენერგიის და წყლის გარეშე უწევთ.
ადგილობრივების თქმით, ასევე გაუმართავია საგზაო ინფრასტრუქტურაც, რის გამოც, რძის პროდუქტების ხელით წარმოება უწევთ, პროდუქციის ტრანსპორტირება კი თითქმიდან შეუძლებელია. შექმნილი ვითარების გამო, იალაღებზე ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლები ოჯახი ადის.
ადგილზე „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - ირაკლი კუპრაძე, ფიქრია ჩიხრაძე და ოთო ფარულავა ჩავიდნენ და ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს.
ამ დასახლებულ წერტილებს სჭირდება მხარდაჭერა, გზა და ელექტროენერგია. არ არსებობს ელექტროენერგია და მექანიზაციის მინიმალური შესაძლებლობაც კი არ არსებობს. პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის ელექტროენერგიის შემოყვანა.
ხელისუფლებას სჭირდება მინიმალური პასუხისმგებლობის გამოჩენა და სამკილომეტრიანი ხაზის გაკეთება, რომ აქ მყოფ მოქალაქეებს, მოსახლეობას, რომლებიც ქმნიან ნატურალურ ქართულ პროდუქტს, მისცენ შესაძლებლობა, რომ მარტივად იშრომონ", - ამბობს ირაკლი კუპრაძე.