"მონიტორი": კოორდინირებული კიბერშეტევის შედეგად ჩვენი YouTube არხი გაითიშა

25.07.26 16:05
"მონიტორი": კოორდინირებული კიბერშეტევის შედეგად ჩვენი YouTube არხი გაითიშა

სტუდია „მონიტორის“ YouTube-ზე არხზე კიბერშეტევა განხორციელდა - ამის შესახებ მონიტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

YouTube არხი დრეს დილიდან გათიშულია. 

ირკვევა, რომ YouTube-ზე მონიტორის სამი მასალა გაასაჩივრეს (ე.წ. დაარეპორტეს).

  • პირველი ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლის, ანა არეშიძის Hermès-ის კოლექციას;
  • მეორე მასალა შეეხება სანქცირებულ მოსამართლეებს;
  • მესამე კი არის ჩვენი ვრცელი ჟურნალისტური გამოძიების ნაწილი, რომელიც ეხება სიგარეტზე აქციზის ფასის ცვლილებას - ის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესინტერესებს აკმაყოფილებდა.

კოორდინირებული კიბერშეტევის შედეგად „მონიტორის“ YouTube არხი გაითიშა
დღეს დილიდან „მონიტორის“ არხი YouTube-ზე გათიშულია. ამის მიზეზი არხზე განხორციელებული კოორდინირებული კიბერშეტევაა.
1 ივლისს ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, რომ კოორდინირებული კიბერშეტევის შედეგად Meta-მ „მონიტორის“ რამდენიმე მასალა წაშალა, თუმცა პლატფორმასთან კომუნიკაციის შედეგად ეს მასალები რამდენიმე დღეში აღდგა.
ამჯერად, YouTube-ზე გაასაჩივრეს (ე.წ. დაარეპორტეს) ჩვენი 3 მასალა:
პირველი ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლის, ანა არეშიძის Hermès-ის კოლექციას;
მეორე მასალა შეეხება სანქცირებულ მოსამართლეებს;
მესამე კი არის ჩვენი ვრცელი ჟურნალისტური გამოძიების ნაწილი, რომელიც ეხება სიგარეტზე აქციზის ფასის ცვლილებას - ის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესინტერესებს აკმაყოფილებდა.
„მონიტორის“ გუნდი აქტიურად მუშაობს კოორდინირებული შეტევით გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად და არხის დროულად აღსადგენად.
ჩვენ ამ ტიპის შეტევებს განვიხილავთ, როგორც დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებისა და საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვის მორიგ მცდელობას. თუმცა, მსგავსი მეთოდებით ჩვენს საქმიანობას ხელს ვერ შეუშლიან.
მადლობა, რომ გვგულშემატკივრობთ! ვიდრე YouTube არხის პრობლემას აღმოვფხვრით, აუცილებლად გამოგვყევით ჩვენს სხვა პლატფორმებზე: Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე.