რუმინეთი აცხადებს, რომ საჰაერო სივრცეში შეჭრილი მეორე დრონი ჩამოაგდო

25.07.26 16:32
რუმინეთი აცხადებს, რომ საჰაერო სივრცეში შეჭრილი მეორე დრონი ჩამოაგდო

რუმინეთი აცხადებს, რომ საჰაერო სივრცეში შეჭრილი მეორე დრონი ჩამოაგდო - რუმინეთის პრეზიდენტის, ნიკუშორ დანის ცნობით, დღეს დილით, 8:30 საათზე, რუმინეთის საჰაერო სივრცეში, სფინტუ-გეორგედან დასავლეთით 10 კმ-ში, ახალი დრონი ჩამოაგდეს.

დრონი რუმინელმა პილოტმა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლიდან ჩამოაგდო“, - წერს რუმინეთის პრეზიდენტი X-ზე.

ცნობისთვის, პარასკევს რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ საჰაერო ძალებმა პირველად, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული დრონი ჩამოაგდეს. უწყების განცხადებით, დრონი რუმინეთის საჰაერო ძალების F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელმა გაანეიტრალა.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა რადარებმა დილის 8:22 საათზე დააფიქსირეს, რის შემდეგაც ორი F-16 ტიპის გამანადგურებელი საბრძოლო მზადყოფნაში ჰაერში აიჭრა.

სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, ვის ეკუთვნოდა შაბათს ჩამოგდებული დრონი. თუმცა პროკურორების განცხადებით, პარასკევს ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატი რუსული იყო.

  • რუმინეთს, რომელიც უკრაინასთან 650-კილომეტრიან სახმელეთო საზღვარს იზიარებს, აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და დუნაის მეორე ნაპირზე მდებარე უკრაინულ პორტებზე შეტევები გააძლიერა, რუსეთის დრონებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაახლოებით 30-ჯერ დაარღვიეს.