თუშეთში დაკარგული ბიჭის ცხედარი გომეწრის ხეობაში მდინარესთან იპოვეს
თუშეთში დაკარგული ბიჭის ცხედარი გომეწრის ხეობაში სოფელ ბეღელას მიმდებარედ მდინარესთან იპოვეს.
ახლობლების ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრებ ავთო მარხვაიძე რამდენიმე დღის წინ ის თუშეთში დღეობაზე წავიდა, თუმცა ადგილამდე ვერ მივიდა, რის შემდეგაც ძებნა დაიწყეს.
მარხვაიძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.