გარემოვაჭრე მერიის თანამშრომლებს ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს

25.07.26 17:42
გარემოვაჭრე მერიის თანამშრომლებს ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრე მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. როგორც თვითდასაქმებული "პირველებს" უყვება,  მერიის თანამშრომლებმა გაფრთხილების გარეშე დაულეწეს ხილის დახლი და მთელი პროდუქცია ნაგავში გადაუყარეს.

მოქალაქე ამბობს, რომ მის მიმართ ძალადობას შვილის თვალწინ ჰქონდა ადგილი - მოვაჭრე ასახელებს კონკრეტული ადამიანების გვარებსაც, ვინც მისი თქმით ფიზიკურად გაუსწორდა. მოქალაქის თქმით, ეს ყველაფერი საპატრულო პოლიციის თანამშრომლების თვალწინ ხდებოდა, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.

მოვაჭრე საუბრობს მუქარაზეც - "წამოვიდა მუქარა, რომ მე შენ დაგიჭერ, ბავშვს დაგატოვებინებ ობლად, თუ არ მოეგები გონსო".

პირი, რომელსაც მძიმედ დაავადებული დედა-მამა ჰყავს, ამბობს, რომ მისთვის ერთადერთი შემოსავალი სწორედ ეს ხილის დახლი იყო. ზიანის ანაზრაურებას მოვაჭრე ახლა მერიისგან ითხოვს. 

მოვიდა, თავი წარმომიდგინა ბაკურ სანდარაშვილმა და მუცლით დამეტაკა, თუ საჭირო გადაგივლიო. რა ოჯახში ხარ გაზრდილიო, შემაგინა რამდენჯერმე, დალეწე დახლები ფეხით, პლუს ეს საზამთროები მიიაყოლეს. მოაყენეს დიდი დასუფთავების მანქანა და საკუთარი ხელით ოთხი ეკიპაჟი პატრულის თანამშრომელი მინიმუმ, რომელიც რომ ეტაპობრივად ემატებოდა, გამოიძახეს ჩემს წინააღმდეგ, საერთოდ არ ვუწევდი წინააღმდეგობას, არაფერი არ მოიმოქმედეს იმისთვის, რომ ჩემზე ძალადობა არ განხორციელებულიყო. ხელი მკრა ლეჯიშვილმა, მოგეხსენებათ, საზამთროები როგორი მძიმე არის, ეს მასა მერიის თანამშრომლებისა მაწვებოდა, მართლა გადამიარეს. წაიღეს ყველაფერი, დამიჭყლიტეს ყველაფერი. ამას შეესწრო ყველა და შეესწრო ბავშვიც. წამოვიდა მუქარა, რომ მე შენ დაგიჭერ, ბავშვს დაგატოვებინებ ობლად, თუ არ მოეგები გონს. ჩემი და ჩემი შვილსი ერთადერთი შემოსავალი არის მაგიდა, მყავს ავადმყოფი მამა, რომელსაც 17 იშემიური დაავადება აქვს, განუკურნებელი ეპილეფსია, გულყრებით ყოველდღე იტანჯება, თითქმის სულ სასწრაფო მყავს გამოძახებული. ლოგინად მწოლიარე დედა. არავის არსად არ დავუბარებივარ, მერიაშიც ვიყავი მისული, დამინახავენ, ეს ის არისო - საიდან მცნობენ, არ ვიცი. არავინ არაფერზე რეაგირებას არ ახორციელებს", - აცხადებს მოქალაქე.