თბილისში გადმოსახლებული რუსები ქართველებს "ღორებს, უსაქმურებს და სუნიანებს" ეძახიან

25.07.26 20:25
თბილისში გადმოსახლებული რუსები ქართველებს "ღორებს, უსაქმურებს და სუნიანებს" ეძახიან

"სუნიან ღორებს" საქართველოს მოქალაქეებს რუსი ემიგრანტი ეძახის - ვიდეო ანდრეი კოზლოვის youtube არხზე 10 დღის წინ გამოქვეყნდა, ათასობით ნახვა აქვს, თუმცა მასთან კითხვა არავის გასჩენია. "უმაქნისები, უსაქმურები, არაფრის მკეთებელი ღორები" - ასე მოიხსენებს ის საქართველოს მოქალქეებს.

რუსეთის მოქალაქე 25 წლის კაცი საქართველოში უკვე ოთხი წელია, ცხოვრობს. სოციალურ ქსელში თბილისში მისი მდიდრული ცხოვრებს დემონსტრირებას ახდენს, შექმნა მისი ჯგუფი სახელად "სექტა", სადაც რუსეთის სხვა მოქალაქეები გააწევრიანა. ვიდეო მიმართვებში, რომელსაც თბილისიდან წერს და ავრცელებს, გამოთქვამს პრეტენზიებს, რომ თურმე საქართველოს ეკონომიკური ზრდა გადმოსახლებული რუსების დამსახურება ყოფილა და ამ ქვეყნისთვის იმაზე მეტი გააკეთეს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებმა. 

საქართველოში ჟურნალისტი ვახო სანაია შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრომ 14 დღით დააკავა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სიტყვების გამო. "შაბათის ეთერმა"  შინაგან საქმეთა სამინსიტროს წარმომადგენელს ჰკითხა,  რატომ არ რეაგირებენ რუსეთის მოქალაქეზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს "ღორებს" ეძახის და არაერთ შეურაცხყოფას აყენებს, თუმცა მარიამ კერესელიძემ ჟურნალისტს უთხრა, რომ ასეთი რამ არ ახსენდება.

ამის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინსიტროს წარმომადგენელს, რომელიც ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღიანი პატიმრობის მოთხოვნით შევიდა სასამართლოში, ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ ახსენდება ერთი შემთხვევა მაინც, რომ რუსეთი მოქალაქის წინააღმდეგ საქართველსო მოქალაქეების შეურაცხყოფის ფაქტზე წარმოება დაეწყოთ.

კაცს, რომელიც ფიქრობს, რომ "საქართველოში ბლაგვი ტვინის პატრონი ღორები ცხოვრობენ", შაბათის ეთერმა მიაგნო.  ანდრეი კოზლოვი ადასტურებს, რომ ვიდეოს გამო, სადაც ის იგინება და ქართველებს შეურაცხოფას აყენებს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან არავის დაურეკავს. 

ანდრეი კოზლოვი საქართველოში ომის დაწყების შემდეგ სანქციების გვერდის ავლით იყო დაკავებული, "შაბათის ეთერმა" ჯერ კიდევ 2023 წლის 31 იანვარს მოამზადა ჟურნალისტური გამოძიება სადაც რუსეთიდან ფულის გადმორიცხვის განსხვავებულ მეთოდს მიაგნო. კოზლოვი დოკუმენტებში არსად ჩანდა, თუმცა ამ ჟურნალისტური გამოძიებიდან 3 წლის შემდეგ საკუთარ გამომწერებს უყვება რომ პეკინის ქუჩაზე მდებარე ოფისს ის ხელმძღვანელობდა.

კაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებს, "შაბათის ეთერის" ყურადღების ცენტრში 2023 წლის იანვარში მოექცა, ის მაშინ თბილისში მდებარე კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისს ამუშავებდა, სადაც საქარველოს მოქალაქეების საბანკო ანგარიშებს სანქციებისგან გვერდის ასავლელად რუსეთიდან ფულის მისაღებად იყენებდნენ, მაშინ ეს ოფისი ჩვენი რეპორტაჟის შემდეგ დახურეს.

თამთა დოლენჯაშვილი დეტალებით