ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ - დანიელ შერვაშიძე სახლიდან 21 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. არსებული ინფორმაციით, ის ქუთაისში გამგზავრებას გეგმავდა, თუმცა ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
შერვაშიძე სამხედრო მოსამსახურეა, ათმეთაური, რომელიც წვევამდელების მომზადებაში მონაწილეობდა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ სახლიდან გასვლის შემდეგ მისი ტელეფონის ბოლო აქტივობა ზუგდიდის ცენტრში დაფიქსირდა. ამჟამად ტელეფონი გამორთულია, ხოლო დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.