პროკურატურამ თანხების მითვისების და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლების და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, შპს „სკაიფორტის" დირექტორმა გაფლანგა შემოსავლების სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, საგადასახადო ვალდებულების უზრუნველსაყოფად დაყადაღებული, 53 930 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა.
დანაშაული 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „სკაიფორტის" დირექტორმა გაფლანგა შემოსავლების სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, საგადასახადო ვალდებულების უზრუნველსაყოფად დაყადაღებული, 53 930 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ა", „ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), 377-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაყადაღებული ქონების გაფლანგვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.