ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

26.07.26 12:02
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულები, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე იძებნებოდნენ.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირები სხვადასხვა დროს ბათუმში დააკავეს. ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები