სანქციები „ინტერ რაოს" - რა ემუქრება „თელასსა“ და „თელმიკოს“?

26.07.26 13:31
სანქციები „ინტერ რაოს"  - რა ემუქრება „თელასსა“ და „თელმიკოს“?

"ინტერ რაოს" სანქცირების შემდეგ ექსპერტები ენერგოკომპანიების - თელასის და თელმიკოს გადარჩენის გზებს ეძებენ. მათი შეფასებით, ყველაზე დიდი გამოწვევა საბანკო ოპერაციები, კომპანიის სამომავლო მფლობელობა და ქვეყნის რეპუტაციული ზიანი იქნება.

პირველ რისკად ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი საბანკო სექტორთან ურთიერთობას ასახელებს. მისი თქმით, თუ ევროპული სანქციების გამო კომპანიებს ფინანსურ მომსახურებაზე წვდომა შეეზღუდათ, ეს ყოველდღიურ გადახდებსაც კი შეიძლება შეეხოს.

რამდენად მოესამხურება ქართული საბანკო სექტორი ამ დედა კომპანიის შვილობილ კომპანიებს საქართველოში. წარმოიდგინეთ, ყველა ოჯახის ყოველთვიური ფინანსური შეხება აქვს ამ კომპანიასთან, რომელსაც ახორციელებს საბანკო სერვისის გამოყენებით გზით. თუ ეს არ მოხდა, ჩვენ შეიძლება, მივიღოთ ქეისი მსგავსად, ბორჯომის ქეისი რომ იყო, როდესაც მოუწიათ თავის დროზე რუს აქციონირებს ამ კომპანიის წილის გაყიდვა და შემდეგ სახელმწიფო ცაერია და რაღაცა ზომები მიიღო. ასე მარტივად არ დათმობენ ამ აქტივს, ეს პირველი პრობლემა და მეორე, რომც მოინდომონ ამ აქტივის დათმობა, საიდან უნდა დათმონ ეს აქტივი? ისინი არ იქნებიან მსურველი, იაფად გაყიდონ ეს აქტივი, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი. 

პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ პრობლემის ტექნიკური გადაწყვეტა შესაძლებელია, მათ შორის, სახელმწიფოს ჩართულობით ან სხვა მექანიზმებით. თუმცა, მისი შეფასებით, ყველაზე მძიმე შედეგი საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას შეეხება. 

ამ ნაწილში შეიძლება, იყოს რაღაც ტიპის გამოსავლები, როგორიც არის პრივატიზაცია, როგორიც შეიძლება იყოს, მაგალითად, სახელმწიფოს შესვლა ამ კომპანიებში და ა.შ., გამოსვლები შესაძლებელია, იქნას მონახული, მაგრამ პრობლემა, რა თქმა უნდა, ამ ნაწილში შეექმნებათ, დისკომფორტი, რა თქმა უნდა, ამ ნაწილში უდიდესი იქნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეულია, შეიძლება, ტექნიკურად ამას რაღაც გვერდის ავლის საშუალებებები მოიძებნოს, მაგრამ რეპუტაციულად ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯზე, რა თქმა უნდა, ნეგატიურად იმოქმედებს, - ამბობს პაატა ბაირახტარი. 

რომან გოცირიძე კი არ გამორიცხავს, რომ სანქციების მიუხედავად, „ინტერ რაომ“ აქტივების ფორმალური გადაფორმებით კონტროლი მაინც შეინარჩუნოს. მისი თქმით, რუსული კომპანია შესაძლოა, წილები სხვა, არასანქცირებულ რუსულ სტრუქტურაზე გადააფორმოს, რის შედეგადაც ენერგოაქტივები კვლავ რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩება. 

თელასი ეკუთვნს ჰოლანდიურ კომპანიას, რომლის 100% ეკუთვნის "ინტერ რაოს" და სასანქციო ამ წესებიდან გამომდინარე, იძულებული იქნება ეს ჰოლანდიური კომპანია, გაყიდოს თავისი აქციები და მისი წილი ჩამოვიდეს 51%-ზე, დაბალ ნიშნულზე. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ფიქტიურად. "ინტერ რაო" გამოძებნის რუსეთში რომელიმე კომპანიას, რომელსაც სანქციები არ ემუქრება და ფაქტობრივად, კვლავ რუსული კონტროლის ქვეშ იქნება ჩვენი ენერგიტიკული ეს ორი სისტემა, - ამბობს რომან გოცირიძე. 

ევროკავშირმა რუსულ ენერგოკომპანია „ინტერ რაოს“ სანქციები დაუწესა. სანქციების მიზანი რუსეთის სამხედრო აგრესიის დაფინანსებისთვის გამოყენებული ფინანსური და ენერგეტიკული რესურსების შეზღუდვაა.

ექსპერტების შეფასებით, გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოზეც, რადგან „ინტერ რაო“ არაპირდაპირ ფლობს „თელასის“, „თელმიკოს“ და „ხრამი ჰესების“ წილებს. მათი თქმით, ეს ქართულ ენერგოკომპანიებს ევროპულ ბანკებთან ანგარიშსწორებასა და საერთაშორისო ფინანსურ ოპერაციებს გაურთულებს.

 

მსგავსი სიახლეები