ავარია ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე - დაშავებულია 13 ადამიანი
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკებში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ არგვეთასთან მოხდა. სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც ტურისტები თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაჰყავდა, გზიდან გადავარდა. დაშავებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან.
რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს.