ლეილა ცომაია აცხადებს, რომ მეზობელი ფიზიკურად გაუსწორდა

26.07.26 17:26
 ლეილა ცომაია აცხადებს, რომ მეზობელი ფიზიკურად გაუსწორდა

საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეს, ლეილა ცომაიას თავს დაესხნენ. დაზარალებული  ამბობს, რომ მეზობელი მას პოლიტიკური შეხედულებების გამო გაუსწორდა. როგორც ცომაია ამბობს, თავდამსხმელი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

ირკვევა, რომ დაპირისპირება მეზობლებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო, რაც მოგვიანებით ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ქალი ყვება, რომ მეზობელი სისტემატიურიად უზიანებს ელექტროტექნიკას, რომელიც სადარბაზოში აქვს განლაგებული. მისი თქმით, ამის გამო არაერთხელ მოხდა მათ შორის დაპირისპირება და ბოლო კონფლიქტიც სწორედ აქედან დაიწყო.

ქალი განმარტავს, რომ მას თავის არეში დაბეჟილობა აქვს და დაზიანებული აქვს ხელიც.

ლეილა ცომაია ამბობს, რომ მის მეზობელს, მაია ნოზაძეს მაღალჩინოსნები მფარველობენ.

სისტემატიურად მიზიანებს სარეცხ მანქანას, რომელიც ჩვენს საერთო სივრცეშია, მაგრამ ის სივრცე, ის ფართი არის ჩემი საკუთრება, ჩემი რეგისტრირებული საკუთრება. ხელზე მომაყენა დაზიანება. შევესწარი ფაქტს, რომ მას მოყვანილი ჰყავდა ხელოსანი, რომელსაც დემონტაჟი უნდა მოეხდინა ჩემი სარეცხის მანქანის. შემთხვევით ვიუეჭვე, ვიღაცეები რომ შემოიყვანა, მივედი და უკვე გადაწოლიულები იყვნენ ჩემს სარეცხ მანქანაზე და ხსნიდნენ კომუნიკაციას და ვუთხარი, რატომ მიზიანებ სარეცხ მანქანას მეთქი და თქვენ რატომ მიხსნით ამ ნივთს და დავიწყე გადაღება და ამის გამო, რომ დაინახა, რომ ამას ვიღებდი, ჩამავლო ხელი და მყესები დამიზიანა, რომ გამოეგლიჯა მობილური ხელიდან და კიდევ ჩამარტყა თავში და აქ მაქვს დაჟეჟილობა. პოლიციას რომ ვუთხარი, ვითომ ვერ გაიგეს, არავითარიო რეაგირება არ მოუხდენიათ და მერე მეორე დღეს მე წავედი პოლიციაში, ცუდად ვიყავი ნევრიულობის გამო, პოლიციაში დაიმალა პოლიციის უფროსი, ყველანი გაიფანტდნენ სამორიგეოში ვინც იყო და დავრც მარტო. 

"ქართულ ოცნებას" აძლევს მთელი ოჯახი ხმას და "ოცნების ომრჩევლები არიან, - ამბობს ლეილა ცომაია. 

"პირველები" შსს-ს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ გამოძიება 126 მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.  

მსგავსი სიახლეები