წალენჯიხის ART-მეურნეობა დღეს „ქალაქის თეატრის“ პირველ გასტროლს უმასპინძლებს

26.07.26 17:37
წალენჯიხის ART-მეურნეობა დღეს „ქალაქის თეატრის“ პირველ გასტროლს უმასპინძლებს

წალენჯიხის ART-მეურნეობა დღეს „ქალაქის თეატრის“ პირველ გასტროლს უმასპინძლებს. მაყურებელი პოლონელი დრამატურგის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს – „ემიგრანტებს“ იხილავს.

სპექტაკლი სამშობლოდან შორს მცხოვრები ადამიანების ისტორიას, მათ ტკივილს, თავისუფლების ძიებასა და მონატრებას მოგვითხრობს. დადგმის რეჟისორი ირაკლი აფაქიძეა, რომელიც მთავარ როლს გიორგი გოგიშვილთან ერთად ასრულებს.

ეს სპექტაკლი, რომელიც ჩვენ ახლა გავაკეთეთ, ფაქტობრივად, პრემიერა ჯერ არ ყოფილა ამ სპექტაკლის. ვიმუშავეთ კაი ხანი და ძალიან მინდოდა, რომ აქ მომხდარიყო ეს ამბავი და მე ამ სპექტაკლით ვამაყობ ძალიან. შინაარსი არის ძალიან ემოციური ჩვენი ქვეყნისთვის, - ამბობს რეჟისორი ირაკლი აფაქიძე. 

მსგავსი სიახლეები