„თავში დამარტყა და ხელი დამიზიანა“ - ლეილა ცომაია აცხადებს, რომ მასზე პოლიტიკური ნიშნით იძალადეს
ეროვნული მოძრაობის წევრი და ჟურნალისტი ლეილა ცომაია აცხადებს, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას დაზიანებები თავისა და ხელის არეში აღენიშნება. „პირველებთან“ ინტერვიუში ცომაია ამბობს, რომ თავდამსხმელი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და მომხდარს პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.
ცომაია პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ეს თავდასხმის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. როგორც ირკვევა, მეზობლებს შორის დაპირისპირება თავდაპირველად საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, მაცივრის გამო დაიწყო, თუმცა მოგვიანებით ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოიკითხება ძალადობაში დადანაშაულებული პირი.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სასტუმროს მშენებლობას საუკუნოვანი შენობები ეწირება - მოსახლეობა თბილისის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებს
ხანძთელის, აფხაიძისა და ბერიძის ქუჩების მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოების დროს მძიმე ტექნიკის მუშაობამ მათ საცხოვრებელ სახლებს სერიოზული დაზიანება მიაყენა.