ორი შვილის დედა ამბობს, რომ შვილების მკვლელობით ემუქრებიან - რა მოხდა ზუგდიდში

26.07.26 20:53
ორი შვილის დედა ამბობს, რომ შვილების მკვლელობით ემუქრებიან - რა მოხდა ზუგდიდში

ქალი ამტკიცებს, რომ მისი და მისი შვილების სიცოცხლე საფრთხეშია. სამეგრელოში მცხოვრები მოქალაქე ირწმუნება, რომ ბინის გირავნობასთან დაკავშირებული დავის გამო მასა და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

დაზარალებული ამბობს, რომ ზუგდიდში მდებარე ბინა ორი შვილის დედას ჰქონდა დაგირავებული. მისი ინფორმაციით, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ბინის მესაკუთრემ თანხის დაბრუნებაზე უარი თქვა და რუსეთში გაემგზავრა.

ქალის განცხადებით, ახლა ბინის მესაკუთრის ახლობლები მისგან კუთვნილ თანხაზე უარის თქმას მოითხოვენ. მისივე თქმით, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მას სიცოცხლის მოსპობით, შვილების მკვლელობითა და სხვა სახის ანგარიშსწორებით ემუქრებიან.

განახლება: 

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, საპასუხო კომენტარი გაავრცელა ბინის მეპატრონის, ჯუანშერ ჩოკორაიას დამ და სიუჯეტში გამოყენებულ ჩანაწერში ნახსენები კაცის გოგა დარასელიას დედამ. 

მანანა ჩოკორაია ადასტურებს, რომ სიუჟეტის გმირსა და ჩოკორაიას შორის, 2016 წელს იპოთეკისა და ბინით სარგებლობი ხელშეკრულება ნამდვილად გაფორმდა. 

რაც შეეხება ორი შვილის დედის მონათხრობს, ჩოკორაიების განცხადებით, ქალის მიერ ნახსენები ყველა გარემოება მცდარია. 

ბინის მეპატრონის ინტერესების დამცველი ამტკიცებს, რომ საქმე გვაქვს "შეგნებულ ტყუილთან". 

სესხის თანხამ ნამდვილად შეადგინა 10.000$, დანარჩენ ნაწილში სიუჟეტში გაცხადებული ყველა გარემოება არის მცდარი და შეგნებული ტყუილი! დედაჩემის სამკვიდრო ქონება ბოლო პერიოდამდე ჩემს ძმას არ ჰქონდა მიღებული, მემკვიდრეობა გაფორმდა 2026 წლის მაისში და მიუხედავად იმისა რომ მემკვიდრეობის გაფორმებამდეც პირადად მე მქონდა კომუნიკაცია მომჩივნებთან რათა თანხა გადაგვეხადა ამას შედეგი არ მოჰყოლია და ყოველთვის მიწელავდა დროს. მემკვიდრეობის გაფორმების შემდეგ ნახეს რა რომ დავა გაუიოლდებოდათ ერთი მესაკუთრის წინააღმდეგ სასწრაფოდ შეიტანეს სარჩელი სასამართლოში თანხის დაბრუნების მოთხოვნით, ამ სარჩელის თაობაზე მე როგორც ძმის წარმომადგენელმა გავიგე მას შემდეგ რაც ყადაღა დაედო სახლს, თუმცა ყადაღის განჩინება ოფიციალურად ჯერ არ მქონდა ჩაბარებული. 

სარჩელში მოსარჩელემ ჩემი ძმის მისამართად მიუთითა ზუგდიდის ის მისამართი სადაც თავად ცხოვრობენ, სავარაუდოდ ყადაღის განჩინებასაც იქ გაგზავნიდნენ, შემთხვევით რომ არ გამეგო ყადაღის თაობაზე ვერც სარჩელის არსებობას გავიგებდი და გადაწყვეტილებას ჩვენს გარეშე დაუსწრებლად გამოიტანდნენ, რაც მის სასრგებლოდ იქნებოდა. ვფიქრობ რომ საბოლოო შედეგად მომჩივნებს აუქციონის გზით ჩემი ძმის სახლის დასაკუთრება ჰქონდათ გამიზნული. 

11 ივლისს ჩავიბარე სარჩელი შევიტანე პასუხი სასამართლოში და ვცანი სარჩელი, ამავდროულად მანამდეც და მის შემდეგაც ვურეკავდით ქალბატონ თამუნას და მის ადვოკატს თანხის გადაცემის მიზნით რადგან ჩვენ თანახმა ვიყავით თანხის გადაცემაზე ბუნებრივია აღარც არსებობდა დავის საგანი, მომჩივნებმა სასამართლოში ჩვენი პასუხის შეტანის შემდეგ ჩვენთან კავშირი საერთოდ გაწყვიტეს და როგორც აღმოჩნდა მალევე შეუტანიათ პოლიციაში საჩივარი. 

მინდა მკაფიოდ განვმარტო, რომ ჩვენი მხრიდან  არ ყოფილა არა თუ სიცოცხლის მოსპობის მუქარა მათ შორის ბავშვების მიმართ, არამედ მუქარას საერთოდ არ ჰქონია ადგილი. სიუჟეტში ცხადად ისმის საუბრის დასაწყისში მომჩივანისთვის შეკითხვა გვემტერება თუ არა ის რაზეც ის ადასტურებს რომ უნდა ჩივილი და ბევრად მეტი თანხა, რასაც მოჰყვა ჩემი შვილის მხრიდან პასუხი რომ ჩვენ ჩავყვებოდით დავაში  და არ ვაპირებდით არაფრის დათმობას. 

აქვე გიდასტურებთ რომ ჩვენ პირველივე დღიდან ვითხოვდით თანხის მათთვის დაბრუნებას, რაზეც დასაწყისში თანხმობა გაგვიცხადეს, შემდეგ დაიმალნენ და მოგვიწია მათი ძებნა. 
სიუჟეტში გასული ვიდეო ჩანაწერი არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი და ცალმხრივად გაშუქებული. 

აქ ჩემი შვილი საუბრობს იმაზე რომ ან მორიგებით დასრულებულიყო ეს დავა ან როგორც თავად მოგვექნენ მტრულად და ცდილობდნენ დედისეული სახლის წართმევას ჩვენც ჩავყვებოდით დავაში რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელებულიყო და სადაც არ უნდა ყოფილიყო, თუმცა სადაო ამაში არაფერი არ არის. 

მათი გაღიზიანება და აგრესია გამოიწვია იმ ფაქტმა რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა მათი მიზანი სახლის დასაკუთრებასთან დაკავშირებით, ისინი აგრესიულები გახდენენ მაშინ როდესაც ჩვენ უარი ვუთხარით 150.000აშშ დოლარად შეფასებული სახლის 30.000აშშ დოლარად მიყიდვაზე. ეს არის რეალობა რასაც ადგილი ჰქონდა დამგირავებელსა და ჩვენს შორის"- აცხადებს მანანა ჩოკორაია. 

მსგავსი სიახლეები