სასტუმროს მშენებლობას საუკუნოვანი შენობები ეწირება - მოსახლეობა თბილისის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებს

26.07.26 20:55
 სასტუმროს მშენებლობას საუკუნოვანი შენობები ეწირება - მოსახლეობა თბილისის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებს

თბილისის ისტორიულ უბანში სასტუმროს მშენებლობას ადგილობრივები აპროტესტებენ. ხანძთელის, აფხაიძისა და ბერიძის ქუჩების მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოების დროს მძიმე ტექნიკის მუშაობამ მათ საცხოვრებელ სახლებს სერიოზული დაზიანება მიაყენა.

მათი თქმით, შენობების კედლები დაიბზარა, ნაწილობრივ კი ჩამოინგრა, რის გამოც საცხოვრებელში ყოფნა უკვე საფრთხის შემცველია. ადგილობრივები ამბობენ, რომ დედაქალაქის ცენტრში მდებარე ბინებს ტურისტებზე აქირავებდნენ და ეს მათი შემოსავლის მთავარი წყარო იყო.

მოსახლეობის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოები კომპანიამ მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე დაიწყო. ისინი ამბობენ, რომ დახმარებისთვის თბილისის მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, მათი თქმით, რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა. ადგილობრივები შიშობენ, რომ შესაძლოა საცხოვრებელი სახლები საბოლოოდ დაკარგონ და იძულებითი გასახლების წინაშე აღმოჩნდნენ.

ვრცლად ნახეთ რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები