„ნუ გაწირავ“ - კანცელარიასთან ცხოველთა უფლებების დამცველთა აქცია იმართება
„ნუ გაწირავ“ - ამ სახელწოდების აქცია ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს. ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციასთან შეკრებილი მოქალაქეები ცხოველებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გაუქმდეს მოქმედი რეგულაცია, რომლითაც მუნიციპალური სამსახურები ხელმძღვანელობენ. მათი განცხადებით, არსებული წესები ოთხფეხა ცხოველების უფლებებს ვერ იცავს.
პროტესტის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ მიუსაფარ ცხოველებს ქუჩებიდან მასობრივად აჰყავთ, შემდეგ კი აძინებენ და კლავენ. ისინი ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისა და ცხოველთა დაცვის უფრო ეფექტიანი მექანიზმების შექმნისკენ მოუწოდებენ.
ჩვენი კანონიერი მოთხოვნაა, რომ თავი დაანებონ ძაღლიჭამიაობას და კაციჭამიობასდა ფულიჭამიობას ამ შენობაში გამაგრებულ პრემიერად წოდებულმა კობახიძემ და მისმა უფროსმა ივანიშვილმა, დაანებობს ცხოველების სისხლისღვრას თავი და დაიწყონ ამ თანხებით სტერილიზაცია და ვაქცინაცია უფასოდ როგორც მიუსაფარი ძაღლების, ასევე პატრონიანი. ვაპირებთ, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოა, აქციების გაგრძელებას, შეიძლება ფორმები შევცვალოთ, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, ჩვენ ვართ მართლა ევროპელები, - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.
ვრცლად ნახეთ ანი ჩუბინიძის ჩართვაში.
მსგავსი სიახლეები
სასტუმროს მშენებლობას საუკუნოვანი შენობები ეწირება - მოსახლეობა თბილისის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებს
ხანძთელის, აფხაიძისა და ბერიძის ქუჩების მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოების დროს მძიმე ტექნიკის მუშაობამ მათ საცხოვრებელ სახლებს სერიოზული დაზიანება მიაყენა.