ცნობილია, სად შეასახლეს აქციაზე დაკავებული 10 პირი
თბილისის საკრებულოსთან დაკავებულები საგარეჯოს, გურჯაანისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში შეასახლეს - ინფორმაციას ადვოკატი მარიკა არევაძე ავრცელებს.
დაკავებულებს ადვოკატები დღეს მოინახულებენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესები.
თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას 10 პირი დააკავეს:
- თორნიკე თოშხუა,
- მარიამ მეყანწიშვილი,
- ია მელითაური,
- ნატო ბოლქვაძე,
- სანდრო სეხნიაშვილი,
- ლაშა დგებუაძე,
- ვასო ბერიძე,
- მარინე ნანავა,
- თორნიკე ტიკარაძე
- შაკო ბაღდოშვილი.
შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ,,შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”. აქციის მონაწილეებს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.