საქართველომ რუსეთში არყის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებლამდე გაზარდა - ТАСС
საქართველომ რუსეთში წლის პირველ ნახევარში 50,3 ტონა არაყი გაირტანა, რაც რეკორდული მაჩვენებელია - ამის შესახებ რუსული გამოცემა TASS წერს.
სააგენტოს მონაცემებით, იანვრიდან ივნისამდე რუსეთში არყის ექსპორტმა 50,3 ტონა შეადგინა, რაც 695 300 აშშ დოლარს შეადგენს. ეს თითქმის ორჯერ მეტია 2025 წლის პირველი ექვსი თვის მაჩვენებელზე.
TASS-ის ცნობით, მთელი წლის განმავლობაში რუსეთმა საქართველოდან 45,3 ტონა არაყი შეიძინა. წლის პირველი ნახევრის წინა რეკორდი 2024 წელს 40,7 ტონას შეადგენდა.
გამოცემის მიხედევით, წლის პირველი ნახევრის შედეგებით, რუსეთი ქართული არყის იმპორტიორებს შორის მესამე ადგილზეა აზერბაიჯანის (82.4 ტონა) და ყირგიზეთის (66.9 ტონა) შემდეგ. მას მოსდევს უკრაინა (41.4 ტონა), ლიეტუვა (31.9 ტონა), აშშ (22.3 ტონა), სომხეთი (21.2 ტონა), მონღოლეთი (15.6 ტონა) და სხვა ქვეყნები.
საქართველომ ასევე გაზარდა რუსეთიდან არყის იმპორტი.
გამოცემის თანახმად, წლის პირველ ნახევარში ამ ალკოჰოლური სასმელის რუსული ექსპორტი 997.3 ტონას შეადგენდა, რაც 3.4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2011 წლის შემდეგ, როდესაც ექსპორტზე 1300 ტონა რუსული არაყი გავიდა.
მსგავსი სიახლეები
რატომ არის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული განცხადება, რომელიც MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა გააკეთა - იურისტის განმარტება
„იმედია, მინიმალური კეთილგონიერება მაინც აღმოაჩნდება ვინმეს იმისთვის, რომ ისედაც მძიმე პოლარიზებულ გარემოში მდგომარეობის სრული რადიკალიზაცია არ დაუშვას.“