10 დაკავებული ფურცელზე გაკეთებული წარწერის გამო - ნაწილს დაზიანებები აღენიშნება
ქალების თმებით თრევა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე - საკრებულოსთან პოლიციამ აქტივისტი გოგონები ჯერ თმებით ათრია შემდეგ კი დააკავა. მიზეზი ქუჩის გამოკითხვა გახდა, ახალგაზრდებს ხელში ეჭირათ ბანერი - ბიძინა...? გვარი დაკონკრეტებული არ იყო. პოლიციამ ხალხს ჯერ ფოტოები გადაუღო, თუმცა ვერ დაადგინა, რომელ ბიძინას გულისხმობდნენ აქტივისტები, ამიტომ დააკავეს ყველა ვინც ხელში მოხვდათ.
აქტივისტები ამბობენ, რომ დაკავებების და ძალადობის მთავარი შემოქმედი პოლიციის მაღალჩინოსანი დავით მაამაგეიშვილი იყო, თვითმხილველები ყვებიან, რომ მან ჯერ ქალები თმით ათრია, შემდეგ კი ბიჭებს სახეში ურტყა. მათი ინფორმაციით, დაზიანებები აღენიშნება სანდრო სეხნიაშვილს, რომელსაც სახეში სილა მამაგეიშვილმა გაარტყა.
პოლიციამ აქტივისტებზე ნადირობა გვიან ღამით დაიწყო, ჯერ დააკავეს თორნიკე თოშხუა, კაცი, რომელმაც ციხე რამდენიმე კვირის წინ დატოვა, ქუჩის გამოკითხვას ატარებდა, თუმცა პოლიციას ნერვებმა უმტყუნა და რამდენიმე წამში დააკავეს, რამაც დიდი სოლიდარობა გამოიწვია და რამდენიმე წუთში საკრებულოსთან ათობით ახალგაზრდა გაჩნდა.