ევროკავშირმა "ინტერ რაო" დაასანქცირა - როგორია "ოცნების" გეგმა?
3-დღიანი დუმილის შემდეგ დღეს პირველად მოვისმინეთ "ქართული ოცნების" პასუხი "თელასის" მფლობელი კომპანიის დასაქნცირებაზე. რუსული ენერგო გიგანტი, ევროკავშირის შავ სიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ იკრძალება მისთვის ნებისმიერი სახის მომსახურების გაწევა და საქმიან გარიგებაში შესვლა. "თელასისა" და "თელმიკოს" აქციების 75% სანქცირებულ რუსულ კომპანიას ეკუთვნის. ამიტომ ლეგიტიმურია კითხვა - რა საქმით გაგრძელდება ამ კომპანიის შეუფერხებელი ოპერირება?
ეროვნულმა ბანკმა განმარტება "ინტერ რაოს" სანქცირებიდან მესამე დღეს გააკეთა. ქართული ბანკები მხოლოდ "თელასის" და "თელმიკოს" ლარის ანგარიშებს მოემსახურებიან. დოლარი და ევრო როგორც ჩანს დაიბლოკება. ცენტრალური ბანკი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება იმ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მომსახურების გათვალისწინებით მიიღეს, რომელსაც თელასი საქართველოში ეწევა.
რას ნიშნავს ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება? ეს ნიშნავს, რომ "თელასი" დამფუძნებელ კომპანიასთან ფინანსურ ტრანზაქციებს ვერ განახორციელებს, ვერც გადარიცხავს და ვერც გზავნილს მიიღებს. ანუ ბანკები მხოლოდ მოქალაქეების მიერ დენის ღირებულები საფასურს გაატარებენ. ჩნდება კითხვა, როგორ მოხდება უცხოეთში ნაყიდი ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. არსებობს კიდევე ერთი ფაქტორი. ეროვნული ბანკის რეკომენაციის შემდეგ კომერციულმა ბანკებმა თავად უნდა გადაწყვიტონ მოემსახურებინდა თუ არა სანქცირეუბლ კომპანიას.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟი
მსგავსი სიახლეები
"ბოლო ორი დღის განმავლობაში საკმაოდ უგუნურად იქცევა "ოცნება" - მიშა ზაქარეიშვილი
მისი თქმით, ბანერზე უხამსი სიტყვის დაწერის შემთხვევა წლების წინ ევროსასამართლომ უკვე განიხილა საქართველოსთან მიმართებაში და დაადგინა, რომ ხელისუფლებას არ აძლევს უფლებას, რომ ჩაერიოს ამ საკითხშ