საქმე პოლიციის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ - იოსებ სიგუას მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი ისევ ძალაში დარჩა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ექს-მაღალჩინოსანი, ისევ მეთვალყურეობის სამაჯურით ივლის და არც შემაკავებელი ორდერი გაუუქმდება. ასეთია გადაწყვეტილება რომელიც სასამართლომ დღეს მიიღო. ეს არის იოსებ სიგუას მესამე მცდელობა და მესამე უარი. მოწმეების დაკითხვის და მრავალსაათიანი პროცესების შემდეგ, მოსამართლე ლელა გოგიშვილმა გადაწყვიტა, რომ სოფია სიგუას ისევ საფრთხე ემუქრება. პროცესს თავად იოსებ სიგუა არ ესწრებოდა.
გადაწყვეტილების მიუხედავად დღეს მოსამართლემ განმარტა რომ საქმეში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები ვერ დაინახა.. არადა ოჯახის წევრის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორი ჯერ კიდევ გამოძიების საგანია. მსხვერპლი ქალის უფლებადამცველისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე დაასკვნა ეს სასამართლომ, ამიტომ ადვოკატი ახლა გადაწყვეტილების დასაბუთებას ელოდება.
მოსამართლის გადაწყვეტილება გაუგებარია ყოფილი პოლიციელის ადვოკატისთვისაც. სოსო სიგუას ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ზეპირი განმარტება და სარეზოლუციო ნაწილი ერთმანეთთან აცდენაშია, თუ არ დგინდება ძალადობა, მაშინ შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვება უკანონოა - მოსამართლე გოგიშვილის გადაწყვეტილებას იოსებ სიგუა ისევ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
დეტალებით ლიზა ლასარეიშვილი
მსგავსი სიახლეები
"ბოლო ორი დღის განმავლობაში საკმაოდ უგუნურად იქცევა "ოცნება" - მიშა ზაქარეიშვილი
მისი თქმით, ბანერზე უხამსი სიტყვის დაწერის შემთხვევა წლების წინ ევროსასამართლომ უკვე განიხილა საქართველოსთან მიმართებაში და დაადგინა, რომ ხელისუფლებას არ აძლევს უფლებას, რომ ჩაერიოს ამ საკითხშ