პროფესორი 19-წლიანი სტაჟით რეპრესიებზე ალაპარაკდა - რა ხდება თელავის უნივერსიტეტში

27.07.26 20:58
პროფესორი 19-წლიანი სტაჟით რეპრესიებზე ალაპარაკდა - რა ხდება თელავის უნივერსიტეტში

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თამარ მიქელაძე ამბობს, რომ ის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია. 19-წლიანი სტაჟის მქონე ლექტორმა სრულიად მოულოდნელად გაიგო, რომ მის მიმართულებაზე აკადემიური კონკურსი აღარ ცხადდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესორი სამსახურის გარეშე დატოვეს. თამარ მიქელაძე ამბობს, რომ ეს პოლიტიკური შურისძიებაა და ის მისი აქტიურობისა და ევროპული მომავლის დაცვის გამო ისჯება.

ეს  არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას რეპრესიებში სდებენ ბრალს. პროფესორ-მასწავლებლები ერთი წლის წინაც ამბობდნენ, რომ აქციებზე დგომის გამო ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეუწყვიტეს და რეორგანიზაციის მიზეზით სამსახურიდან გაუშვეს. მათ შორის გაათავისუფლეს გიორგი გოცირიძეც, ვინც ამ უნივერსიტეტს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას ხელი მისმა ყოფილმა სტუდენტმა, ამჟამად მოქმედმა რექტორმა, შალვა ჭკადუამ მოაწერა.

პროფესორებს ეჭვი აქვთ, რომ ეს მიზანმიმართული სადამსჯელო ღონისძიებაა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა ვერავინ ამოიღოს და აკადემიურ სივრცეში განსხვავებული პოზიცია არავინ გააჟღეროს. პროფესორებმა სარჩელით უკვე მიმართეს სასამართლოსაც.

 ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები