პროტესტი თავისუფლების მოედანზე - სამოქალაქო აქტივისტები თბილისის საკრებულოსთან იკრიბებიან

27.07.26 20:11
პროტესტი თავისუფლების მოედანზე - სამოქალაქო აქტივისტები თბილისის საკრებულოსთან იკრიბებიან

პროტესტი თავისუფლების მოედანზე - სამოქალაქო აქტივისტები თბილისის საკრებულოსთან ამ წუთებში იკრიბებიან. 

მოქალაქეებს იგივე ბანერები უკავიათ ხელში, როს გამოც გუშინ 10 აქტივისტი დააკავეს. 

ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური და საპატრულო პოლიცია. მიმდებარე ტერიტორიაზე დგას ე.წ. დაკავების ავტომობილებიც. 

როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან გვიყვება, შსს-ს წარმომადგენლებმა აქციაზე შეკრებილ ადამიანებს ფოტოები გადაუღეს. 

ცნობისთვის, "ბიძინა" და სამი ასოს კომბინაცია - ამ ბანერით გამოკითხვის ჩატარებას, გუშინ, თბილისის საკრებულოსთან მოქალაქეთა მასობრივი დაკავება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ბანერზე გვარი დაკონკრეტებული არ იყო, პოლიციამ ის შეურაცხყოფად მიიჩნია და ჯამში ათი ადამიანი დააკავა. 

ადგილზე  ვითარება იმდენად დაძაბული იყო, რომ  ღამით საკრებულოსთან სალომე ზურაბიშვილი მივიდა. 

მსგავსი სიახლეები