პროტესტი თბილისის საკრებულოსთან - პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო

27.07.26 20:17
პროტესტი თბილისის საკრებულოსთან - პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო

 

 

პროტესტი თბილისის საკრებულოსთან - პოლიციამ თავისუფლების მოედანზე ნოდარი წიწარიშვილი დააკავა.

  • ცნობისთვის, ადგილზე მოქალაქეებს იგივე ბანერები უკავიათ ხელში, რის გამოც, გუშინ, 10 აქტივისტი დააკავეს. 

გოგა მემანიშვილის განმარტებით, ერთ-ერთიო აქტივისტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს. 

რა მნიშვნელობა აქვს თეთრი [ფურცელი] იქნება, თუ შავი. ვინც დაარღვია ის დავაკავეთ. არ აქვს ამას მნიშვნელობა [რამდენის დაკავებას ვაპირებთ]. თუ რაიმე სახის სამართალდარღვევაა პოლიციელების მხრიდან, გადაცდომა, შესაბამის უწყებას შეგიძლიათ მიმართოთ, წარუდგინოთ თუ რაიმე მტკიცებულება გაქვს და რეაგირება მოჰყვება. არ მინახავს [როგორ აკავებდნენ გუშინ მოქალაქეებს]. შესაბამის უწყებას წარუდგინეთ [ვიდეო მტკიცებულება]... ვიდეოს როგორ ვერ ვხედავ, მაგრამ დარღვევას ვერ ვხედავ, თუ თქვენ თვლით, რომ ეს დარღვევაა შესაბამის უწყებას... რა თქმა უნდა არის და თუ ფიქსირდება, რომ რაიმე სახის გადაცდომაა პოლიციელის, მიბრძანდით, წარუდგინეთ და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. არა [არ არის კანონდარღვევა, რაც ვნახე]... კარგით პირველად ხომ არ ხდება ასეთი მსგავსი ფაქტი..." - ამბობს გოგა მემანიშვილი.

ცნობისთვის, "ბიძინა" და სამი ასოს კომბინაცია - ამ ბანერით გამოკითხვის ჩატარებას, გუშინ, თბილისის საკრებულოსთან მოქალაქეთა მასობრივი დაკავება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ბანერზე გვარი დაკონკრეტებული არ იყო, პოლიციამ ის შეურაცხყოფად მიიჩნია და ჯამში ათი ადამიანი დააკავა. 

ადგილზე  ვითარება იმდენად დაძაბული იყო, რომ  ღამით საკრებულოსთან სალომე ზურაბიშვილი მივიდა. 

ამასთან, იდენტიფიცირებულია პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელსაც აქტივისტები ძალადობაში ადანაშაულებენ. ახალგაზრდების თქმით, სწორედ დავით მამაგეიშვილი გასცემდა გუშინ მათი დაკავების ბრძანებებს.  მათი თქმით, სამართალდამცველები არც ახალგაზრდა გოგონებს ინდობდნენ და მათ თმით ითრევდნენ, ხოლო სტუდენტ ბიჭებს სახეში გამეტებით ურტყამდნენ. 

[ფოტო: Mo Se]

მსგავსი სიახლეები