"ყველაზე მეტად მეჩქარება რუსთაველზე გასვლაო" - ეკა ბესელიამ იზოლატორში ვახო სანაია მოინახულა
"მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული ჟურნალისტი, ვახო სანაია მოინახულა.
ეკა ბესელიას ცნობით, ვახო სანაიამ ყველასთან მადლობა დააბარა, ვინც მას მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა.
"მითხრა მეჩქარება ყველაზე მეტად რუსთაველზე გასვლაო" - ამბობს ეკა ბესელია.
ძალიან კარგი იყო რომ შევედი დღეს იმიტომ, რომ არ ველოდი, რომ იყო ასეთ ინფორმაციულ ვაკუუმში. როგორი რთულია ესეთი აქტიური ჟურნალისტისთვის, რომელიც 24 საათი ცხოვრობს ინფორმაციებით, რომ ამდენი დღეა არ აქვს ინფორმაციის წყარო. პირველი რაც მთხოვა, რომ მადლობა გადამეხადა ყველასთვის, ვინც მას სოლიდარობა, მხარდაჭერა გამოუცხადა... რომ ვკითხე რა იცოდა ბოლო ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ დაკავების შემდეგ თითქმის არაფერი, ბოლო რამდენიმე დღეა... ვეცადე მაქსიმალურად მთავარი ამბები მომეყოლა. ვუამბე გამოხმაურებები, გუშინდელი დაკავებები. [...]
ვკითხე, როგორ გექცევიან და მითხრა, რომ ძალიან კარგად, ეთიკურად, ყოველგვარი უხეშობის და აგრესიის გარეშე... დირექტორი შემოვიდა იქვე, როგორც კი დავასრულე საუბარი და გადავეცი ვახოს თანდასწრებით მისი თხოვნა, აღმოჩნდა, რომ გიორგი ახობაძეც არის იქ, მე ეს არ ვიცოდი, გავიგე "ფორმულას" ჟურნალისტისგან, რომელიც შესასვლელ კართან დამხვდა და რომ მცოდნოდა დავიჭერდი თადარიგს იმიტომ, რომ სპეციალური საბუთი სჭირდება ამ ნახვას, ამიტომ ვერ მოვახერხე დღეს. ითხოვა ვახო სანაიამ, რომ მარტოა და თუ არის შესაძლებელი, მასთან გადაიყვანონ - ეს დირექტორს ვუთხარი. მითხრა, რომ გაივლიდა ამ საკითხს და თუ რამე დამაბრკოლებელი არ არის და არ არის... იმედი მაქვს, ამ თხოვნას გაითვალისწინებს. ხვალ "მართლმსაჯულების სახლის" ადვოკატი, ნათია მეზვირშვილი შევა...
მითხრა მეჩქარება ყველაზე მეტად რუსთაველზე გასვლაო იმიტომ, რომ როგორც კი გავალ იგივეს გავაგრძელებო. ეს გასაკვირი ალბათ არ არის, ვინც იცნობს ვახო სანაიას," - ამბობს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
მსგავსი სიახლეები
"ბოლო ორი დღის განმავლობაში საკმაოდ უგუნურად იქცევა "ოცნება" - მიშა ზაქარეიშვილი
მისი თქმით, ბანერზე უხამსი სიტყვის დაწერის შემთხვევა წლების წინ ევროსასამართლომ უკვე განიხილა საქართველოსთან მიმართებაში და დაადგინა, რომ ხელისუფლებას არ აძლევს უფლებას, რომ ჩაერიოს ამ საკითხშ