"მამაჩემთან ერთად პატიმრობაში ვარ მეც" - პაატა მანჯგალაძის შვილი

27.07.26 22:56
"მამაჩემთან ერთად პატიმრობაში ვარ მეც" - პაატა მანჯგალაძის შვილი

"მამაჩემთან ერთად პატიმრობაში ვარ მეც" - ამის შესახებ პაატა მანჯგალაძის შვილმა, ნინი მანჯგალაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, პაატა მანჯგალაძე ვერ აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს უფლება გააკეთოს არჩევანი ითანამშრომლოს თუ არა პროკურატურასთან.

  • პროკურატურასთან თანამშრომლობის შესახებ კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ თანამოაზრეებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდა.

... ყველა ადამიანს აქვს უფლება გააკეთოს არჩევანი და ნებისმიერი ადამიანი გადაწყვეტს თუ არა პროკურატურასთან თანამშრომლობას, ჩვენთვის, როგორც საზოგადოებისთვის, მისაღები უნდა იყოს იმიტომ, რომ ეს ადამიანები გადიან პატიმრობას. 

მე უბრალოდ როგორც შვილი და გულწრფელად, მამაჩემი რომც არ იყოს პაატა მაჯგალაძე და იყოს დამოუკიდებელი ინდივიდი და პიროვნება და ვიცოდე მის საქმეში რა მტკიცებულებები და მასალები არის, ადამიანთან მივდიოდე და ვთხოვდე აღიარეო, ჩემთვის წარმოუდგენელია. ვერ აღიარებს მამაჩემი იმას, რაც არ ჩაუდენია და არ არსებობს, რამე ხომ უნდა არსებობდეს - მტკიცებულება, ქმედება, ან რაღაც. 

პაატა მანჯგალაძეზე, რომ მტკიცებულება არ არსებობს, ეს ვიცი მე, იცით თქვენ, იციან მაყურებლებმა, იციან "ქართული ოცნების" წევრებმაც, პროკურატურამაც, სახალხო დამცველის დოკუმენტიც ზუსტად ამას ადასტურებს, ჩვენ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ამ ყველაფრის უკან ჩათვალეთ, რომ მამაჩემთან ერთად პატიმრობაში ვარ მეც და ჩვენი მთელი ოჯახიც იმიტომ, რომ მასთან ერთად გავდივართ ყველაფერს. თავისუფლების აღკვეთა მაინც და მაინც ფიზიკური თავისუფლების აღკვეთით არ გამოიხატება, ჩათვალეთ, ჩემი ყოველდღიურობა 5 ოქტომბრის დილის შემდეგ შეიცვალა. ჩემი მთავარი საზრუნავი ის კი აღარ არის, რომ ვისწავლო, ვიმუშაო, ჩემ თავზე ვკონცენტრირდე და სხვადასხვა რაღაცებში ვიყო ჩართული, ჩემი მთავარი მოტივაცია გახდა, რომ მამაჩემის უდანაშაულობა დავამტკიცო. ერთადერთი იარაღი მე რაც მაქვს, რომ მისი უდანაშაულობა დავამტკიცო და საზოგადოებამ მის საქმეზე მეტი გაიგოს, საეთერო დროა. ეს საეთერო დრო მე არ მეკუთვნის, ეს საეთერო დრო ეკუთვნის მამაჩემს და ახლა ის უნდა იჯდეს ამ ეთერში. ვისურვებდი, როცა გავიზრდები ვიყო ისეთი ადამიანი, რომელიც საკუთარი დამსახურებით ჩაგერთვებით ეთერში," - განაცხადა ნინი  მანჯგალაძემ. 

სასახლის ღობის საქმეზე პაატა მანჯგალაძეს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მსგავსი სიახლეები