პატიმრის მამამ გლდანის ციხესთან თავის დაწვა სცადა

25.11.21 11:40
პატიმრის მამამ გლდანის ციხესთან თავის დაწვა სცადა

პატიმრის მამამ გლდანის ციხესთან თავის დაწვა სცადა - არსენ ცერცვაძე "პირველებთან" ამბობს, რომ მისი შვილი უკანონო პატიმარია. 

ბექა ცერცვაძე უკვე 34-ე დღეა, შიმშილობს. მამის მტკიცებით, ცრუ ჩვენების საფუძველზე ახალგაზრდა ციხეში მეორედ შეაბრუნეს. 

ირკვევა, რომ საკუთარი დაკავების კადრები ცერცვაძემ თავად გადაიღო, რომელიც პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. 

ამის მიუხედავად, 30 წლის მამაკაცს გამოძიება პრობაციის ცენტრის დაცვის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

მსგავსი სიახლეები