13 წლის გოგოს გაუპატიურების საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს - პროკურატურა უმძიმეს დანაშაულს ვერ ამტკიცებს

25.11.21 12:01
13 წლის გოგოს გაუპატიურების საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს - პროკურატურა უმძიმეს დანაშაულს ვერ ამტკიცებს

13 წლის გოგოს გაუპატიურების საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს -  პროკურატურას ამ დრომდე ვერ მიაქვს პროცესზე ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაამტკიცებს, რომ ბაბუამ შვილიშვილი გააუპატიურა.

ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ პროკურატურა დოკუმენტს სპეციალურად მალავს, რადგან ექსპერტებმა პირდაპირ დაწერეს, რომ ბავშვზე სექსუალურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

სწორედ ამით ხსნის ადვოკატი იმ ფაქტს, რომ სასამართლოში საქმის განხილვა ისევ გადაიდო. 

ჩვენებაში ამბობს, რომ 10-დან 12 წლის ასაკში,  პაპამ 50-60-ჯერ გააუპატიურა, გარყვნილ ქმედებას კი 30-40-ჯერ ქონდა ადგილიო. ანუ 110 ფაქტს ადასტურებს. თუმცა ჩემს მიერ გამოკითხულმა მეზობლებმა დამიდასტურეს, რომ მსგავსი სიტყვები, რომ ადგილი ჰქონდა გაუპატიურებას, რომ მას გარყვნილ ქმედებას სთავაზობდა, მსგავსი რამ ამ ბავშვს არ უთქვამს.

ტესტესტერონის რაოდენობა სისხლში ისეთია, რომ ამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს არ ალევს საშუალებას, რომ ლტოლვა ჰქონდეს საპირისპირო სქესის მიმართ, ან შეასრულოს სქესობრივი აქტი.

დედ-მამას უთხრეს, რომ საქალწულე აპკი დარღვეული არ არის, ეს საექსპერტო დასკვნაში ეს პირდაპირ წერია"- ამბობს ადვოკატი ზურაბ თოდუა. 

თუ არასრულწლოვნის ჩვენებას დავეყრდნობით, მერვე კლასის მოსწავლის მიმართ პირველი გარყვნილი ქმედება შიდა ქართლში 53 წლის კაცმა 5 წლის წინ ჩაიდინა. 

მოზარდის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მშობლების დაშორების შემდეგ, ის ბაბუასთან სტუმრად შაბათ-კვირას დადიოდა.

დაცვის მხარე  დარწმუნებულია, რომ არასრულწოვანმა ბაბუის  წინააღდეგ ცრუ ჩვენება მისცა, მასზე ზეგავლენა კი დედამ მოახდინა, რომელსაც  დაკავებულ მამათილთან დიდი დაპირისპირება ჰქონდა. 

ბრალდებული ჩვენებაში წერს, რომ მთელი ის ისტორია ანგარიშსწორების გამო მისმა რძალმა შეთხზა, რომელსაც მხოლოდ შურისძიების წყურვილი ამოძრავებდა.