თავისუფლების მოედანზე დაკავებული ათი პირი იზოლატორებიდან სასამართლოში გადაიყვანეს

28.07.26 13:22
თავისუფლების მოედანზე დაკავებული ათი პირი იზოლატორებიდან სასამართლოში გადაიყვანეს

თავისუფლების მოედანზე დაკავებული ათი პირი დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. 

სასმართლოსთან სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან. ადგილზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება. 

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, სანდრო სეხნიაშილის ადვოკატი, დათა ქაშიაშვილი ამბობს, იზოოლატორის სამედიცინო ფურცელშიც წერია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნება, აქვს ჩაწითლებები. 

იზოლატორის სამედიცინო ფურცელშიც წერია, რომ მას აღენიშნება დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში, აქვს ჩაწითლებები. ვიდეოშიც აშკარად ჩანს და აფიქსირებს პოლიციის თანამშრომელი დავით მამაგეიშვილი როგორ ურტყამს მას ხელს სახეში. მას ედავებიან წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას, აღსანიშნავია, რომ ამის კადრები არსად არ არსებობს და ალბათ კიდევ ერთხელ მოიყვანენ არაერთ პოლიციის თანამშრომელს, რომლებიც ერთი და იმავე დაზეპირებულ ტექსტს იტყვიან. კადრშიც აშკარად ჩანს, რომ დაკავების ინიციატორი უშუალოდ იყო დავით მამაგეიშვილი, ერთადერტი პოლიციელი იყო, ვინცნ სანდროსკენ წავიდა და შემდეგ მას გაყვა ყველა სხვა თანამშრომელი, შესაბამისად ყველაზე მნშვნელოვანი მისი პოზიცია უნდა იყოს, რატომ გადაწყვიტა იმ მომენტში სანდრო სეხნიაშვილის დაკავება," - ამბობს დათა ქაშიაშვილი. 

ცნობისთვის, "ბიძინა" და სამი ასოს კომბინაცია - კვირას, ამ ბანერით გამოკითხვის ჩატარებას  თბილისის საკრებულოსთან მოქალაქეთა მასობრივი დაკავება მოჰყვა. მიუხედავად იმისა რომ ბანერზე გვარი დაკონკრეტებული არ იყო, პოლიციამ ის შეურაცხყოფად მიიჩნია  და ჯამში ათი ადამიანი დააკავა. გუშინ კი კიდევ ერთი. 

აქტივისტები ამბობენ, რომ საკრებულოს წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციის მაღალჩინოსანმა, დავით მამაგეიშვილმა სტუდენტ, სანდრო სეხნიაშვილს სახეში ხელი ჩაარტყა.