ცნობილია, თაღლითობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელის ვინაობა - რა მოხდა ქუთაისში
ცნობილია იმ პირების ვინაობა, რომლებსაც ქუთაისში მცხოვრები ქალი თაღლითობაში ამხელდა. საუბარია საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე და მის მეგობარზე, რომლებმაც ქალის მტკიცებით, დიდი ოდენობით თანხა გამოართვეს და უკან აღარ დაუბრუნეს.
დავით სიამაშვილი და ბექა ფუტკარაია პოლიციამ უკვე დააკავა.
"პირველები" დაკავებული პოლიციელის, ბექა ფუტკარაიას მამას ესაუბრა. კაცი ამბობს, რომ მისი შვილი დანაშაულს არ აღიარებს, რადგან "არაფერი ჩაუდენია". მისი თქმით, საქმეში მხოლოდ ის დევს, რომ თანხის გადასარიცხად მისი შვილის ანგარიში გამოიყენეს.
თაღლითობაში სდებენ ბრალს. ამე საიდან ვიცნობ (მეორეს). არ გაუკეთებია (ბექას) და რას აღიარებს? რაში უნდა მიეღო მონაწილეობა? ვიღაცამ ცირაცისგან ისესხა ფული, ქალისგან ისესხა კაცმა ფული და ამის კარტაზეა ჩარიცხული და მერე გადარიცხული იმ კაცთან, - ამბობს ბექა ფუტკარაია.
ირკვევა ისიც, რომ მას შემდეგ, რაც საქმეზე სამართლებრივი დავა დაიწყო, ბექა ფუტკარაიამ სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
შეგახსენებთ, ქუთაისში მცხოვრები ქალი ამტკიცებს, რომ პატრულის მოქმედი თანამშრომლისა და მისი მეგობრის თაღლითობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, მამაკაცი სოციალურ ქსელში ბიზნესმენად გაეცნო, მოგვიანებით კი სხვადასხვა მიზეზით მისგან თანხა ისესხეს. დაზარალებული ამბობს, რომ მათ დასახმარებლად ჯერ 6 500 დოლარი, შემდეგ კი სესხით აღებული 30 000 ლარი გადასცა, თუმცა ფული აღარ დაუბრუნეს.
ქალის განცხადებით, თანხის დაბრუნების მოთხოვნის შემდეგ ვითარება დაიძაბა.
ცნობილია, რომ დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიებაზე მოსამართლე დღეს იმსჯელებს.
მსგავსი სიახლეები
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა