სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო [ვიდეო]
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო. მანდატურებმა თბილისის საკრებულოს წინ დაკავებული აქტივისტების მხარდამჭერები შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
სამოქალაქო აქტივისტის, აჩი გოჩიტაშვილის თქმით, სასამართლოს მანდატურებმა ერთ-ერთ სტუდენტს კარებზე თავი მიარტყმევინეს.
მისი ცნობით, დაპირისპირებაში დავით მატიაშვილი და ის მანდატურები მონაწილეობდნენ, რომლებიც სასამართლოში მოქალაქეებზე ძალადობაში არიან მხილებულები.
სასამართლოში ველოდებოდით გუშინწინ დაკავებული პირების სხდომის დაწყებას, როდესაც მე და ჩემი მეგობარი, ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი განვიხილავდით მის საქმის მასალებს, რა დროსაც სასამართლოში აყალმაყალი დაიწყო და მანდატურები ძალის გამოყენებით ატოვებინებდნენ აქტივისტებს სასამართლო შენობას, ეს ძალა იყო ძალიან არაპროპორციული, ვინაიდან წინააღმდეგობა არ ყოფილა აქეთა მხრიდან და მანდატურების მხრიდან იყო ძალიან დიდი ძალადობა, უხეშობა და ძალის გამოყენება, რა მომენტშიც ერთ-ერთ სტუდენტს ხელი მოკიდეს და კარებზე თავი მიარტყმევინეს და ასე ვთქვათ, გაჭყლიტეს, რა მომენტშიც შუაში ჩავუდექი და უკვე ყველაფერი დამთავრებული რომ იყო მანდატურების უფროსმა, დავით მატიაშვილმა შემომხედა, არ ვიცი რა არ მოეწონა, შენ აქ რაღა გინდაო და გამოგვიშვა სასამართლოდან და უკან აღარ გვიშვებენ.
სახელი და გვარები არ ვიცი, დავით მატიაშვილი იყო ერთ-ერთი და ის მანდატურები, რომლებიც ზოგადად ძალადობაში ცნობილები არიან, სასამართლოს სერიებიდან," - ამბობს აჩი გოჩიტაშვილი.
სასამართლოში საკრებულოსთან დაკავებული აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს.
შვიდი ადამიანის, მათ შორის თორნიკე თოშხუას საქმე მოსამართლე ცეკვავას დაეწერა, სამი კი მოსამართლე კაპანაძეს. ყველას ბიძინა ივანიშვილს შეურაცხყოფას ედავებიან.
"ბიძინა" და სამი ასოს კომბინაცია - 26 ივლისს, ამ ბანერით გამოკითხვის ჩატარებას თბილისის საკრებულოსთან მოქალაქეთა მასობრივი დაკავება მოჰყვა. მიუხედავად იმისა რომ ბანერზე გვარი დაკონკრეტებული არ იყო, პოლიციამ ის შეურაცხყოფად მიიჩნია და ჯამში ათი ადამიანი დააკავა. გუშინ, 27 ივლისს კი კიდევ ერთ დემონსტრანს დაადეს ხელბორკილები.
ამასთან, აქტივისტები ამბობენ, რომ საკრებულოს წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციის მაღალჩინოსანმა, დავით მამაგეიშვილმა სტუდენტ, სანდრო სეხნიაშვილს სახეში ხელი ჩაარტყა.
მსგავსი სიახლეები
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა