მოსამართლე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ია მელითაური სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა.
თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას 10 პირი დააკავეს:
- თორნიკე თოშხუა,
- მარიამ მეყანწიშვილი,
- ია მელითაური,
- ნატო ბოლქვაძე,
- სანდრო სეხნიაშვილი,
- ლაშა დგებუაძე,
- ვასო ბერიძე,
- მარინე ნანავა,
- თორნიკე ტიკარაძე
- შაკო ბაღდოშვილი.
შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ,,შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.