საკრებულოსთან დაკავებულ 2 აქტივისტს ფულადი ჯარიმა, 2-ს კი პატიმრობა შეეფარდა

28.07.26 22:35
საკრებულოსთან დაკავებულ 2 აქტივისტს ფულადი ჯარიმა, 2-ს კი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტები თორნიკე თოხშუა, მარიამ მეყანწიშვილი, ნატო ბოლქვაძე და შაკო ბაღდოშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით თორნიკე თოხშუას 3000 ლარიანი, მარიამ მეყანწიშვილს კი 6000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, ნატო ბოლქვაძეს 5 -დღიანი, ხოლო შაკო ბაღდოშვილს 10 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება აქტივისტ თორნიკე ტიკარაძის პროცესს, ის 31 ივლისის 14:00 საათისთვის გადაიდო.

თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას 10 პირი დააკავეს:

  • თორნიკე თოშხუა,
  • მარიამ მეყანწიშვილი,
  • ია მელითაური,
  • ნატო ბოლქვაძე,
  • სანდრო სეხნიაშვილი,
  • ლაშა დგებუაძე,
  • ვასო ბერიძე,
  • მარინე ნანავა,
  • თორნიკე ტიკარაძე
  • შაკო ბაღდოშვილი.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ,,შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.