რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

29.07.26 11:47
რუსეთმა  Telegram-ის დამფუძნებელზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

რუსეთში Telegram-ის დამფუძნებელს დაუსწრებლად ბრალი წაუყენეს -  პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური კაცს „ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში" ადანაშაულებს.

ფედერალური სამსახურის ინფორმაციით,  ადმინისტრაციამ უკრაინის სადაზვერვო სააგენტოების მიერ „შეთქმულების დასაგეგმად და მასობრივი მკვლელობების ჩასატარებლად გამოყენებული არხების წაშლა“ ვერ შეძლო.

პაველ დუროვი რამდენიმე კვირის წინ საქართველოში იყო. მასთან ფოტოები „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვაკო თურნავამ გამოაქვეყნა.

დუროვს კომენარი არ გაუკეთებია.