,,ოცნება" მის შემომწირველებს ტენდერებს აგებინებს - მკვლევარები შესაძლო კორუფციაზე საუბრობენ

25.11.21 15:10
,,ოცნება" მის  შემომწირველებს ტენდერებს აგებინებს - მკვლევარები შესაძლო კორუფციაზე საუბრობენ

შესაძლო კორუფციის ფაქტები- ,,ქართული ოცნების" შემომწირველები ტენდერებს უპრობლემოდ იგებენ. ხელისუფლებამ სამშენებლო სექტორთან გამარტივებული, ერთ პირთან მოლაპარაკების, გზით 125 მილიონი ლარის ტენდერი გააფორმა, კვლევაზე გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ,  ,,სართაშორისოო გამჭვირვალობა საქართველომ", იმუშავა.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ ყველა კომპანია, რომლებთანაც სახელწიფოო ხელშეკრულებას აფორმებს და ბიუჯეტიდან ათი ათასობით ლარს უხდის,  ,,ქართული ოცნების" შემომწირველია, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ საქმე კორუფციულ გარიგებებთან გვაქვს.

კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე, აცხადებს, რომ საეჭვოა ისეთ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლებიც ტენდერამდე ერთი დღით, ან ერთი კვირით, ადრე შეიქმნა.

 პანდემიის დროს ერთი დღით, ან ერთი კვირით დაფუძნებულ კომპანიებს უფორმებენ ხელშეკრულებებს, რომლებსაც არანაირი გამოცდილება არა აქვთ სამუშაოების შესრულების. აქ ყველაზე დიდი კითხვის ნიშნებია, ამ ორგანიზაციებმა როგორ მოახერხეს კომპანიების მოძებნა. მაგალითად, მცხეთის კომპანიამ როგორ მოახერხა ერთი დღის დაფუძნებული ორგანიზაციის მოძებნა, რომელსაც არც საიტი აქვს, არც რამე სამუშაოს შესრულება. ანუ ეს არის პირდაპირ გარიგება, როცა კომპანიას ფიზიკურად ვერ იპოვის. ფიზიკურად, მერია ერთი დღის დაფუძნებულ კომპანიას ვერ იპოვის. თუ წინასწარ არ მოიყვანეს ეს ადამიანი მერიაში და არ დაუდეს წინასწარ ხელშეკრულება. სხვა შემთხვევაში ამ კომპანიებს ვერ იპოვი, რადგან მათ არც საიტი აქვთ, არც სახელმწიფო შესყიდვების საიტზე იძებნებიან. სახელმწიფო შესყიდვების საიტი არის ძირითადი სამუშაო მერიის, რადგან ამ საიტზე უნდა მოიძებნოს ყველა კომპანია - აცხადებს ბესო დონაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა" კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ასახულია ,,ოცნების" შემომწირველი ის კომპანიები, ვისაც ხელსიუფლებამ  ტენდერები გამარტივებული გზით გაუფორმა.

მსგავსი სიახლეები