ცხრა თვიანი პატიმრობა დასრულებულია - ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა

31.07.26 10:11
ცხრა თვიანი პატიმრობა დასრულებულია - ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა

 

 

ცხრა თვიანი პატიმრობის შემდეგ ზურაბ მენთეშაშვილი თავისუფალია. უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილემ, რომელიც გზის გადაკეტვის ბრალდებით იყო დაკავებული, სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე საათის წინ დატოვა.

მენთეშაშვილი პირველი აქტივისტია, რომელიც რუსთაველის გამზირის განმეორებით გადაკეტვისთვის სისხლის სამართლის წესით დააკავეს. 61 წლის მამაკაცს ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა წინასწარ პატიმრობაში ის 7 თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

ზურაბ მენთეშაშვილს საპატიმროსთან აქტივისტები და ახლობლები დახვდნენ. 

ვაპროტესტებ, ისევ ვაგრძელებ, რუსთაველს მინგრევენ ახლა, კალაძე არემონტებს, იმიტომ, რომ თურმე ასფალტი მოცვდა და კიდევ რაღაცეები ალბათ...

გამარჯვების შემდეგ ალბათ მე ვიქნები პირველი, ღმერთმა ქნას, რომ პირველი არ ვიყო, მაგრამ თუ არავინ იქნა, მე დავიწყებ და გვერდში დამიდგებიან ალბათ, იმას, რომ სასწრაფოდ გადაიკეტოს საზღვრები, სასწრაფოდ დანიშნოს პარლამენტმა საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც თითოეულ ქოცს დააკავებს, მერე გამოიძიებს თითოეულ თეთრს და მერე სათანადოდ, კანონიერად მოექცევიან. ვერცერთი რომ ვერ გაიქცეს ვერსად, - თქვა საპატიმროს დატოვების შემდეტ აქტივისტთან მედიასთან.