ჩემი აზრით, შესაცვლელია - დაპირისპირება კოვიდპასპორტებზე

25.11.21 15:59
ჩემი აზრით, შესაცვლელია - დაპირისპირება კოვიდპასპორტებზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, არ ეთანხმება რომელიც კოვიდ-გადატანილებისთვის "უვადო მწვანე სტატუსის" მინიჭებას ითვალისწინებს.
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, გადაწყვეტილება შესაცვლელია.

ჩვენც გვაქვს უკვე ქვეყანაში 5 000 შემთხვევა რეინფიცირების, ასე, რომ კოვიდის გადატანა, სამწუხაროდ, არ იძლევა გარანტიას იმის, რომ კოვიდი არ დაგემართება. კიდევ დაგროვდება სამეცნიერო მტკიცებულებები და იმედი მაქვს, რომ ეს შეიცვლება. ჩემი აზრით, შესაცვლელია",- მიიჩნევს იმნაძე.

საქართველოში შესაძლოა, 2 მწვანე პასპორტი ამოქმედდეს.  ​კოვიდგადატანილი მოქალაქეები, რომლებსაც ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული არ აქვთ, საზღვარგარეთ "მწვანე პასპორტით" უვადოდ ვერ ისარგებლებენ. 

ცნობისთვის, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ორი კოვიდპასპორტის ვარიანტი შემოვა, მაშინ უვადო, მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის იქნება.