დაკავებულია პირი, რომელიც მარკეტში მოლარეს სიცოცხლის მოსპობით დაემქურა და თანხას უკანონოდ დაეუფლა
სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა, ბლაგვი საგნის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოლარე-ოპერატორს და ძალის გამოყენებით სალაროში არსებულ თანხას უკანონოდ დაეუფლა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა, ბლაგვი საგნის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოლარე-ოპერატორს და ძალის გამოყენებით სალაროში არსებულ თანხას უკანონოდ დაეუფლა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.