მარეგულირებელმა კომისიამ მთავარი არხი 111 000 ლარით დააჯარიმა

25.11.21 16:53
მარეგულირებელმა კომისიამ მთავარი არხი 111 000 ლარით დააჯარიმა

მარეგულირებელმა კომისიამ მთავარი არხი 111 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღეს.

საუბარია ვიდეორგოლზე, რომელშიც "ქართული ოცნების" წევრების გამოსახულებით იქმნება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პორტრეტი.

ვიდეორგოლი მოძრაობა "სირცხვილიამ" განათავსა მთავარი არხის ეთერში.