კორუფციული ტენდერები - კალაძე მეტ კონკრეტიკას ითხოვს

25.11.21 18:04
კორუფციული ტენდერები - კალაძე მეტ კონკრეტიკას ითხოვს

,,ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისი მერი, კახა კალაძე, აცხადებს, რომ ტენდერებში გასამარჯვებლად სამშენებლო კომპანიებს გარკვეული გამოცდილება უნდა გააჩნდეს.

დედაქალაქის მერს "გამჭვირვალობა საქართველოს" სკანდალურ კვლევაზე მოუწია პასუხის გაცემა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ ხელშეკრულებები იმ კომპანიებს გაუფორმა, რომლებიც ახალი შექმნილია, თუმცა, ,,ქართული ოცნების" შემომწირველები არიან. 

თუ მეტყვით კონკრეტიკას, რომელ პროექტებთან, ან რომელ კომპანიებზეა საუბარი, ასე ზოგადად მარტივად საუბარი შეუძლებელია. მაგალითად, მუნიციპალიტეტებსაც აქვთ ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული, როცა მაგალითად ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტებს ვახორციელებდით. აქ განსაკუთრებული გამოცდილება იყო საჭირო, რადგან ძეგლებზე მუშაობა, თვითოეულ ორნამენტზე და ასე შემდეგ  - განაცხადა კახა კალაძემ.

,,ქართულმა ოცნებამ" სამშენებლო სექტორთან მარტივი მოლაპარაკების გზით, მილიონობით ლარის ტენდერი გააფორმა. კორუფციის მკვლევარების ინფორმაციით, ტენდერებში  ის კომპანიები იმარჯვებენ, რომლებიც ,,ოცნების" შემომწირველები არიან, თუმცა საქმის წარმოების გამოცდილება არ გააჩნიათ. 

სავარაუდო, კორუფციული სქემა ,,საერთაშორისოო გამჭვირვალობა საქართველომ" გაშიფრა. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კომპანიები, რომლებთანაც სახელმწიფო ხელშეკრულებას აფორმებს და ჩვენი ბიუჯეტიდან ათი ათასობით ლარს უხდის, ყველა ,,ქართული ოცნების" შემომწირველია, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ საქმე კორუფციულ გარიგებებთან გვაქვს.

 

მსგავსი სიახლეები