ტელეკომპანია ,,იმედი" 2500 ლარით დაჯარიმდა
კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნოდ დებატების განუთავსებლობის გამო ტელეკომპანია „იმედი" 2500 ლარით დააჯარიმა
კომისიის ინფორმაციით, „ტელეიმედმა“ და „სტუდია მაესტრომ“ ეთერში 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები არ განათავსეს.
დღესვე კომუნიკაციების კომისიამ ,,მთავარი არხი" არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში კანონმდებლობის დარღვევით განთავსების გამო 112 000 ლარით დააჯარიმა.