ეპარქიის უარის მიზეზს ვერ იგებენ - ცნობილია ზუგდიდში გარდაცვლილი გოგოს დედის პოზიცია
რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ლანა ლატარიას ოჯახი ამბობს, რომ 26 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი მათთვის უცნობია და საზოგადოებას მოუწოდებენ, ექსპერტიზის დასკვნამდე გადაუმოწმებელ ინფორმაციებს ნუ გაავრცელებენ.
უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცის, ზაალ ლატარიას და მისი მეუღლის პოზიცია TV პირველის ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გააჟღერა.
მისი თქმით, ოჯახში არის წყენა იმასთან დაკავშირებით, რომ 2 შვილის დედის ტაძარში დასვენების ნებართვა არ გაიცა:
ექსპერტიზა უკვე ჩატარდა, დაახლოებით ერთი თვე უთხრეს, რა ვადაშიც ოჯახმა უნდა გაიგოს გარდაცვალების მიზეზი. ოფიციალურად, მე როგორც ვიცი, ეუბნებიან სეფსისის მიზეზს. დედის სურვილია საზოგადოებამ იცოდეს, რომ გინეკოლოგიური დახმარებისთვის, რეკომენდაციებისთვის სამითვის წინ იყო [ლანა ლატარია] მის ექიმთან, ამიტომ დედა გამორიცხავს იმ ჭორს, ან არასწორ ინფორმაციას რისი გამოერებაც არ მინდა. დედამ ხაზგასმით თქვა, ზუსტად იოცის, რომ არანაირი ქირურგიული ჩარევა არ ყოფილა.
ასევე, ნათლობასთან დაკავშირებით დედისთვის მნიშვნელოვანია, რომ ლანა ლატარია მონათლული იყო. ასევე მშობლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ორივე შვილი მონათლული ჰყავდა, ჯვარიც დაწერილი ჰქონდა. ის მამაო, რომელმაც ჯვარი დაწერა, იყო წესის ამგები ერთ შემთხვევაში, წესი აუგო სხვა ორმა მამაომაც.
ოჯახი გამოთქვამდა წყენას, რომ მიცვალებულის ეკლესიაში დასვენებაზე უარი ეთქვათ. ისინი ვერ იგებენ, რა შეიძლება იყოს უარის მიზეზი. თვითმკვლელობის ვერსიას არც კი უარსებია საერთოდ.
მამა, ზაალ ლატარია მიყვებოდა, რომ გოგო თავისი ფეხით მივიდა ექიმთან, საჭესთან იჯდა. ორმხივი კომუნიკაცია ჰქონდათ და შვილს რაღაც წუხილებს ვერ ატყობდნენ, რასაც შეიძლებოდა ეჭვი გაეჩინა, პირიქით, მამა ხაზს უსვამს, რომ შვილი ძალიან კარგ ხასიათზე იყო და მოულოდნელადმ, კონკრეტულ ლოკაციაზე მისვლის დროს დადგა გარდაცვალება"- თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, არ ისაუბრებს იმ ეჭვებზე, რაც მომხდარის შესახებ მამას, უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცს აქვს. ჟურნალისტის თქმით, ამის გაჟღერების პრეროგატივა გარდაცვლილის ოჯახის პრეროგატივაა.
რაც შეეხება მიცვალებულის ტაძარში დასვენებაზე უარის თქმას, ნანუკა ორჟოლიანი ამბობს, რომ ლანა ლატარიას ოჯახი ამ გადაწყვეტილების გამო, "ძალიან ნაწყენები არიან".
ეს წყენა ბრაზნარევია. მამა ამბობდა, რომ ის არ იმსახურებს ამ დამოკიდებულებას. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ძალიან მადლიერები არიან იმასთან დაკავშირებით, რომ დაუბრკოლებლად მიეცა მამას საზღვარი გადმოეკვეთა და მისი შვილი ეგლოვა. როგორც მითხრა, ორ კვირიანი ვადა მისცეს ქვეყანაში დარჩენისთვის. ანუ, შვილის დაკრძალვას მოასწრებს და ისე წავა, დაბრუნდება უკრაინაში.
მეიფე ფერასიმეზე [ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი] განსაკუთრებული წყენაა, უფრო ბრაზი იყო. მამა ამბობდა, რომ ამას არ იმსახურებს. სხვა ადამიანები მიყვებოდმნენ, რომ სივიწროვის გამო - ოჯახს არ აქვს საშუალება მიიღოს სამძიმარზე მოსული ადამიანების ნაკადი ისე, როგორც მათ სურთ.
ამასთან გარდაცვლილის დედა მიყვებოდა, რომ გარდაცვლილი გოგოს ბებია დღემდე ეკლესიაში მსახურობს, რომლის მრევლიც იყო თავად გარდაცვლილი. ისინი უარის მიზეზს ვერც კი იგებენ"- აცხადებს ნანუკა ჟორჟლიანი.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში აცხადებენ, რომ ზაალ ლატარიასთვის გარდაცვლილი შვილის ტაძარში დასვენებაზე უარი მის უკრაინაში ბრძოლასა და პოლიტიკას არ უკავშირდება.
26 წლის ლანა ლატარია, ორი შვილის დედა რამდენიმე დღის წინ ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა. ის იყო უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცის, ზაალ ლატარიას შვილი.
დაკრძალვაზე ზუგდიდში ჩასულმა მებრძოლმა ფეისბუკზე დაწერა, რომ მას მიცვალებულის ტაძარში დასვენებაზე უარი უთხრეს, თუმცა რატომ არ აუხსნია.